სწავლების საფეხური -საშუალო /11-2 კლასი/
მნიშვნელობა/ აქტუალობა:: გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიხსენონ ადრე შესწავლილი, გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი , გამოკვეთონ და თვალნათლივ დაინახონ პრობლემა, დაადგინონ მისი გამომწვევი მიზეზები, გამოხატონ თავისი დამოკიდებულება განსახილველი საკითხის მიმართ , გააკეთონ შესაბამისი დასკვნები და დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
მიზნები და შედეგები:
უცხ.დ.VI.1.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
·
ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი,
როდის, როგორი და სხვა);
·
განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ
ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (მაგ., თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
·
რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს
კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი სურვილების, გეგმების, ინტერესების, საქმიანობის, დამოკიდებულებების შესახებ);
·
განარჩევს
თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს.
უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე
(საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე
და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· აკონკრეტებს საუბრის თემას;
· აკეთებს მცირე რეზიუმეს წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის გარშემო;
· გადმოსცემს საკუთარ
დამოკიდებულებას, განწყობას, თვალსაზრისს;
· მოსაზრების, დამოკიდებულების გადმოცემისას გამოკვეთს მისთვის
მნიშვნელოვან დეტალებს;
·
საუბრობს მომავლის გეგმებზე, სურვილებზე, ოცნებებზე.
შეფასების საგანი და პროცედურები :ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელობა, ჯგუფური მუშაობა
გამოყენებული იქნება შეფასების რუბრიკები, შეფასების კრიტერიუმები:
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები : სახელმძღვანელო მასალა , ინტერნეტით მოძიებული მასალები, რომლებიც დაკავშირებული იქნება გარემოს დაჭუჭყიანებასთან
გაკვეთილის მსვლელობა :
1..გაიხსენეთ გაკვეთილის თემასთან - Pollution - დაკავშირებული, ნასწავლი სიტყვები და გამოთქმები და დაწერეთ დაფაზე
2. .იმუშავეთ წყვილებში, დააწყვილეთ სიტყვები და მათი განმარტებები :/ 1) flood,
2) environment, 3) pollution, 4) oil spill, 5) drought, 6) waste, 7) global warming, 8) recycle,
9) ozone layer ----- a)The natural world around us, b)The part of the earth's atmosphere which protects the earth from the sun, c) a long period of time when there is no rain, d) to use something again or change something so that you can use it again. , e)The process of making the air, water or land worse with chemicals, f) the increase in the temperature on earth, g) an accident when oil comes out of its container, for example at sea , h)a large quantity of water that suddenly covers an area, i) to use something more than necessary, or in an incorrect way )
3.მოისმინეთ გარემოსთან დაკავშირებული 4 პრობლემის შესახებ. გამოიცანით თუ რომელ სურათზეა ასახული თითოეული პრობლემა./ იხილეთ სლაიდ-შოუ -სურათი a, b, c, d /
4.. იმუშავეთ 4 კაციან ჯგუფებად,. წაიკითხეთ ტექსტი გარემოს დაცვის შესახებ,თქვენ გეძლევათ 7 წუთი წაიკითხოთ ოთხი პარაგრაფი და დააწყვილოთ შესაბამის სათაურებთან / Gateway B 1, text -page 71, / a) Young people can make a difference, b) Predictions for the future, c)What is the carbon footprint? d) Your lifestyle and your carbon footprint
5 თქვენი აზრით ,გარემოს დაჭუჭყიანების რა და რა სახეები არსებობს? რა სახის ზარალი შეიძლება გამოიწვიოს თითოეულმა მათგანმა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან? /ჯგუფური მუშაობა -პრეზენტაცია/
6. შეადარეთ თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალები სლაიდ-შოუში მოცემულ მასალას.. რა განსხვავებას ხედავთ?
(სლაიდ- შოუში წარმოდგენილი იქნება გარემოს დაჭუჭყიანებისა და მისი დაცვის ამსახველი მასალები. . ბოლო სლაიდზე მოცემული იქნება დავალება- მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ დამატებითი ღონისძიებები გარემოს გადასარჩენად)
7.თქვენი აზრით რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება არსებობდეს გარემოს დასაცავად? /ჯგუფური მუშაობა./ დაადარეთ თქვენი პასუხები სლაიდზე მოცემულ მასალას..
8. შეავსეთ სიტყვების რუქა ახალი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებით (ეკრანზე მოცემული იქნება სქემა, რომელსაც მოსწავლეები დაასრულებენ.). დავალების შესრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პასუხები შეადარონ ეკრანზე მოცემულ ნიმუშებს.
9.. საშინაო დავალება: .აირჩიეთ ტექსტში (Gateway B-1, page 71) გარემოსთან დაკავშირებული ექვსი სიტყვა, რომელიც თქვენი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია..რატომ ფიქრობთ ასე? პასუხი დაასაბუთეთ.
2.დაწერეთ ესე თემაზე: ’’Do you think your carbon footprint is big or small? Why?’’